საგარეო საქმეთა მინისტრის გამოხმაურება

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, აზრთა სხვადასხვაობას ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული გაუგებარი გზავნილები იწვევს. დარჩიაშვილი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ისეთი უსაფუძვლო განცხადებებისგან, რომელიც აზიანებს ქვეყანას და შეცდომაში შეჰყავს ჩვენი პარტნიორები. მისივე განცხადებით, ყველა დარწმუნდება, რომ საქართველოში ნამდვილად იყო კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომელმაც ზუსტად გამოხატა ქართველი ხალხის ნება.