ილია დარჩიაშვილი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ამ წუთებში დიპლომატები ერთობლივ პრესკონფერენციას მართავენ.
მას შემდეგ, რაც უნგრეთი 6 თვის ვადით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ეს ქვეყანაში ქართული მხარის პირველი ოფიციალური ვიზიტია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს. ქართულ მხარეს აქვს მოლოდინი, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნგრეთი საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაუჭერს მხარს და ქვეყნის მისწრაფებებზე თუ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე 27 ქვეყნის გაერთიანებას ყველა საჭირო გზავნილს მიაწვდის. ილია დარჩიაშვილის ვიზიტი დღეს სრულდება.