საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ ვაშინგტონში გაემგზავრება. დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და ასევე ექსპერტებთან.