საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება, ასევე გამახვილდა რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რობინ დანიგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ. მხარეებმა, დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა.