დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე აქციაზე, საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის, ისლანდიის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები გუშინ იმყოფებოდნენ. იყო სიტყვით გამოსვლებიც. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქართველი ხალხის ადგილი ევროპაშია. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ საქართველოში ამჟამად არსებულ სიტუაციაზე ყველამ ღიად უნდა ისაუბროს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება.