წარმოადგენს, თუმცა დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავს – ასეთია კონსტიტუციის ახალი რედაქციით მომავალი პრეზიდენტის როლი ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში. უფრო კონკრეტულად, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი საქართველოს სახელით ვერ ვერ მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებში, ვერ გააფორმებს ხელშეკრულებებს და ვერ აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ამ ფონზე „მოამბე“ დაინტერესდა, რა საგარეო პრიორიტეტები აქვთ პრეზიდენტობის კანდიდატებს. მითუმეტეს, რომ საარჩევნო მარათონში ჩართული სუბიექტების პროგრამების ერთი ნაწილი სწორედ საგარეო პოლიტიკაზეა აგებული, თუმცა სხვადასხვა აქცენტით.