პარლამენტის როლი ახალ საპარლამენტო რესპუბლიკაში

ახალ პრეზიდენტთან ერთად, ხვალიდან საქართველოს ახალი კონსტიტუციაც ექნება. სწორედ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შევა ქვეყნის მთავრი კანონის ახალი რედაქცია. ცვლილებების მიხედვით, ქვეყანაში მთავარი ორგანო პარლამენტი იქნება, იზრდება მისი როლი მთავრობის  ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით, თუმცა, სრულად საპარლამენტო რესპუბლიკის მოწყობაზე ქვეყანა 2024 წლიდან გადავა. ამავე წელს გაუქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. კონსტიტუციონალისტების განმარტებით, საპარლამენტო მმართველობის მოდელი თითქმის გამორიცხავს ერთპარტიული მმართველობის შესაძლებლობას.

რა შეიცვალა და რა როლი აქვს პარლამენტს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, თამარ წიკლაური მოგვიყვება.

 

დატოვე კომენტარი