ცხარე კამათის ფონზე წარიმართა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა, სადაც ევროპის საბჭოს მუდმივქმომედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაზე მსჯელობდნენ.
ეკა ბესელიამ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები დელეგაციებში არ იყვნენ წარმომადგენილი. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს ქართული დელეგაცია 1 წლით არის დაკომპლექტებული და მას უფლებამოსილება იანვრამდე აქვს. უმრავლესობის წევრებმა განმარტეს, რომ კვოტების ახალი გადანაწილება პარლამენტში შეცვლილ პოლიტიკურ რეალობას უკავშირდება.
საკითხზე ერთმანეთს გიგა ბოკერია და გაგა კახიანიც დაუპირისპირდნენ.