საგარეჯოში სროლისას დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა

საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი ტრაგედიის დროს დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა ამ დრომდე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპზე მედიკოსები ვერ აკეთებენ რაიმე სახის პროგნოზს. საგარეჯოს „ჯეო-ჰოსპიტალში“ მოთავსებული, სროლის შედეგად დაჭრილი კიდევ ორი პაციენტი უკვე გაწერეს.

საგარეჯოში დღეს ტრაგედიის დროს მოკლულ ახალგაზრდა კაცს დაკრძალავენ.