ტრაგედია საგარეჯოში - დაღუპული პოლიციელი

შეიარაღებული თავდასხმისას დაღუპული 37 წლის ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ვაზისუბნის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში დილიდან მიმდინარეობს.

პოლიციის თანამშრომელს ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც ის ადგილზე მყოფი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობდა. უფროს ლეიტენანტს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

მოკლულ სამართალდამცველს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში საგვარეულო სასაფლაოზე ხვალ დაკრძალავენ.