ხვალ, 23 იანვარს გაიმართება საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული 37 წლის ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი. როგორც ცნობილია, პოლიციის თანამშრომელს ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც ის ადგილზე მყოფი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობდა. პოლიციის უფროს ლეიტენანტს ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, მოკლულ პოლიციელს სოფელ ჩაილურში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.