ოჯახი, თანამშრომლები და საზოგადოება დღეს უკანასკნელ გზაზე აცილებს საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულ 37 წლის ოთარ ღვინაშვილს. პოლიციელი სამხედრო პატივით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. პოლიციის თანამშრომელს სასიკვდილო ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც ის 20 იანვრის მოვლენების დროს საგარეჯოში, შემთხვევის ადგილზე მყოფი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობდა.