საგანმანათლებლო პროგრამა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად

საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელდება. ინიციატივა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად ეკუთვნის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მემორანდუმს მიხეილ ბატიაშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ხელი მადრიდში მოაწერეს.  პროგრამა გულისხმობს ტურიზმის მიმართულებით ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა საერთაშორისო მასშტაბის ფორუმების ჩატარება, ონლაინ აკადემიის პლატფორმის შექმნა, ასევე, სხვადასხვა პროექტებს, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის.