კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ტყის მასშტაბური ხანძრის გამო მიიღო, რომელიც უკვე დასახლებულ პუნქტებს ემუქრება. თავდაპირველად ხანძარმა 64 ჰექტარი მოიცვა, 24 საათში კი ეს რიცხვი გაასმაგდა. საგანგებო სამსახურები ხანძრის ასობით კერას ებრძვიან. ოფიციალური პირები მნიშვნელოვან სტრუქტურულ დანაკარგზე საუბრობენ, ცეცხლის გამო დაიკეტა რეგიონის მთავარი მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთი, დაშავებულების შესახებ კი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ტოვებს, 22 ათასი ადამიანი უკვე ევაკუირებულია.