მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს შვილმოკლულმა მშობლებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ია მეტრეველის განცხადებით, სახელმწიფო გადასარჩენია, ვინაიდან, მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნების საფრთხე არსებობს.
ია მეტრეველი მოუწოდებს მოსახლეობას, „ქართული ოცნების“ მიმართ არსებული სამართლიანი წყენა გვერდზე გადადონ, მივიდნენ არჩევნებზე და კიდევ ერთხელ დაამარცხონ „ნაციონალური მოძრაობა“.
შვილმოკლული მშობლები ფიქრობენ, რომ ყოფილი ხელისუფლების მმართველობაში დაბრუნება სამოქალაქო დაპირისპირების მომტანი იქნება. ისინი ასევე დარწმუნებულები არიან, რომ მეორე ტური სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დამთავრდება.