შინაგან საქმეთა სამინისტრო მძევლების აყვანასა და საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულს ეძებს.
პოლიციაში გრძელდება ბანკის თანამშრომლების გამოკითხვა. მედიასთან არ ჩანს ერთ-ერთი მძევალი. დავით ხვიბლიანის მამის ინფორმაციით, ის სავარაუდოდ სენაკის სამხედრო ბაზაზეა გადაყვანილი. „მოამბემ“ ჩაწერა ასევე იმ პირის ძმა, რომელმაც თავდამსხმელი ავტომობილით ბანკის შენობამდე მიიყვანა.
გიორგი კობერიძე გაგვაცნობს დეტალებს.