საგამოძიებო მოქმედებები გიორგი ნონიაშვილის ბინაში

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილისა და მისი მეუღლის, სოფო გელავას სახლში ფინანსური პოლიციის მიერ ჩხრეკა ჩატარდა. მათი თქმით, ჩხრეკა რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უწყების მიერ ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა. ამასთან, როგორც ადვოკატი განმარტავს, გამოძიება ატლანტიკური საბჭოს კონტრაქტორ კომპანიას უკავშირდება, სადაც გიორგი ნონიაშვილის მეუღლე მუშაობს.