რა მოხდა ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს: ორი არასრულწლოვნის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე ახალი გარემოებების გამოსავლენად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწმეების გამოკითხვას განაგრძობს.
სამი დღის წინ თავიდან დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხა 13 ადამიანი. მათ შორის არიან დანაშაულის მოწმეები, ასევე, 51-ე სკოლის პედაგოგები.
დღეს გამომძიებლებმა ექვს არასრულწლოვანს მოუსმინეს. თუმცა პოლიციაში დაბარებული პირები გაუთქმელობის ხელწერილის გამო, დეტალებზე არ საუბრობენ.