პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს.
დღევანდელი დაკითხვების შემდეგ, სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ერთ-ერთი ფიგურანტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
საქმის პროკურორის და გამომძიებლის მიერ გაცემული პასუხებით კომისიის ხელმძღვანელი უკმაყოფილოა. კაპანაძის თქმით, დღევანდელმა ახსნა-განმარტებებმა გაამყარა ეჭვი, რომ შესაძლოა, სისხლიან გარჩევაში მონაწილე კიდევ ერთი მოზარდის ბრალეულობა იკვეთებოდეს.