ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა, დღეს უმრავლესობის დეპუტატების გარეშე ჩატარდება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები შემდეგი ორი დღის განმავლობაში შეხვედრებს არ დაესწრებიან. მათი განმარტებით, კომისიის წევრებს დასკვნის პროექტთან დაკავშირებით უნდა ემსჯელათ, თუმცა მათივე მტკიცებით, ევროპული საქართველოს წევრებს ეს პროექტი დღემდე არ მიუწოდებიათ, ხოლო ის დოკუმენტი, რაც სხდომაზე გუშინ წარადგინეს მხოლოდ სამუშაო ვარიანტია. კომისიის წევრი ოპოზიციონერი დეპუტატები კი, მმართველ გუნდს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებენ. 5 სექტემბრამდე კომისიის სხდომები ყოველდღე გაიმართება, სადაც დასკვნით პროექტზე იმსჯელებენ.
უკვე 5 სექტემბერს კი პლენარულ დოკუმენტი სხდომაზე გავა. საბოლოო დასკვნა ჯერ მზად არ არის, შესაბამისად, პროექტის შინაარსობრივ მხარეზე კომისიის არც ერთი წევრი არ საუბრობს. თუმცა ცნობილია, რომ ევროპული საქართველოს წარმომადგენლების რეკომენდაციები თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხსაც ეხება.