საგამოძიებო კომისიის სხდომა

ხმაურიანად ჩაიარა ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელმა სხდომამ.

დეპუტატები ამჯერად პროკურატურის მაღალჩინოსნებს უსმენდნენ. კითხვები ძირითადად დაგვიანებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სისხლიანი გარჩევის მონაწილის, მ.კ-ს შესაძლო ბრალეულობას და ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამას, მირზა სუბელიანს ეხებოდა. კომისიის წევრები დაინტერესდნენ, რატომ არ გამოკითხეს სუბელიანი მკვლელობიდან მალევე და რატომ არ წაუყენეს მ.კ.-ს ბრალი. თუმცა პროკურორები დღესაც ხაზს უსვამენ, რომ მოზარდის მიმართ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

კომისიის სხდომა გრძელდება. ამ წუთებში ორი არასრულწლოვნის გამოკითხვა მიმდინარეობს.

მარიამ ქურდიანი მუშაობს თემაზე.