ამ დრომდე გაურკვეველია, შეიქმნება თუ არა სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისია. ინიციატივის დაყენებას ოპოზიცია შემდეგ სასესიო კვირაშიც გეგმავს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პლენარულ სხდომებზე დასწრების შეწყვეტას არ აპირებენ და მომდევნო კვირაში მინიმუმ 50 ოპოზიციონერი დეპუტატის მობილიზაციის პირობას დებენ.
ისინი ხელისუფლებას რეგლამენტით მინიჭებული ბერკეტის შეზღუდვასა და საპარლამენტო საქმიანობის პარალიზებაში ადანაშაულებენ. სასამართლო სფეროში პოლიტიკური ჩარევის არგუმენტით კი კომისიის შექმნის მხარდაჭერას გამორიცხავს მმართველი პარტია.
მანანა დევაძე გაგვაცნობს მხარეთა პოზიციებს.