საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით გაერთიანდა. ისინი მოითხოვენ 2016-2017 წლებსა და შემდგომ პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების რუსეთის სპეცსამსახურებთან შესაძლო თანამშრომლობის დადგენას. საგამოძიებო კომისიის შესაქმენლად, ბიუროზე დარეგისტრირებამდე 30 ხმაა საჭირო. საბოლოო გადაწყვეტილება კი 50 დეპუტატის მხარდაჭერას მოითხოვს. ხელმოწერების შეგროვება ოპოზიციამ დღეს დაიწყო. ინიციატივა ფრაქცია „ლელოს“ ეკუთვნის, სადაც ამბობენ, რომ კომისიის იდეას საფუძვლად დაედო ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასული მასალა. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პროექტს ხელს არ მოაწერენ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატები.