საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა

შოვში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ როდესაც ქვეყნის საგამოძიებო უწყებების მიმართ ნდობა დაბალია, აუცილებელია შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც მომხდარს გამოიძიებს. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. იგივე პოზიცია აქვს ხელისუფლების ოპონენტების ნაწილსაც. მაგალითად პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, განსხვავებულია „გირჩის“ პოზიცია.