საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა

ოპოზიციური პარტიები ისევ ითხოვენ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ როდესაც დაბალია ნდობა ქვეყნის საგამოძიებო უწყებების მიმართ, აუცილებელია შეიქმნას საპარლამენტო კომისია და თუ ამ მოთხოვნის შესრულებაზე „ქართული ოცნება“ უარს იტყვის, ოპოზიციის განცხადებით, მას პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა დაკისრება. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას სპეკულაციაში ადანაშაულებს და გამოძიების მსვლელობისას საპარლამენტო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. კომისიის შექმნის საკითხს არ ემხრობა ოპოზიციის ნაწილიც.