სანქცირებული მოსამართლეების საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა კვლავ ეჭვქვეშ დგას.
რეგისტრაციის მიზანმიმართულად არ გავლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ახალ პროცედურულ ტაქტიკას მიმართა. კომისიის შექმნის საკითხი ხვალინდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის, რაც ნიშნავს, რომ დღის წესრიგში მოხვედრილი სხვა საკითხები კენჭისყრაზე დადგება და წინა კვირებისგან გასხვავებით, მათი კენჭისყრა აღარ შეფერხდება. სამი უშედეგო მცდელობის მიუხედავად, ოპოზიცია მაინც მობილიზაციის რეჟიმში იმყოფება და ხვალინდელ სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო მინიმუმ 50 დეპუტატით აპირებს დასწრებას. ოპონენტები ხელისუფლების ქცევას ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეებისთვის ხელის დაფარებით ხსნიან, მმართველი გუნდი კი სასამართლო სფეროში საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს.