სხვადასხვა ტიპის დანაშაულის შემაშფოთებელი სტატისტიკა სკოლებში, რაც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა – ეს მონაცემები, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელმა კომისიამ მანდატურის სამსახურისგან გამოითხოვა.
რა არის დარღვევების საგანგაშო მატების მიზეზი და როგორ უკავშირდება ეს ქალაქის ცენტრში მომხდარ ტრაგედიას – დღეს სკოლებში უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას დეპუტატებმა თქვეს, რომ სწორედ ამ მიმართულებით, დროული და შესაბამისი ქმედებების შემთხვევაში, შესაძლოა, ორი მოზარდის მკვლელობა ხორავას #4 ეზოში არ მომხდარიყო.
იკვეთება თუ არა 51-ე სკოლის ადმინისტრაციის პასუხიმგებლობის საკითხი. თინათინ ყენია, რომელიც დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, ამბობს, რომ რეაგირება მოახდინა, თუმცა საეჭვო არაფერი შეუმჩნევია და ფოტო, რომელიც დღეს კომისიამ გაასაჯაროვა, განსაკუთრებულად საყურადღებო არ არის.
კომისიის შემდეგი სხდომა ხვალ არის ჩანიშნული. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებიც დაესწრებიან და საკუთარ შენიშვნებს წარადგენენ.