ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ოპოზიციონერი დეპუტატები მ.კ.-ს მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ. საბოლოო დოკუმენტი ჯერ მომზადებული არ არის, თუმცა კომისიის წევრები ამბობენ, რომ მ.კ-ს რომელიც 1 დეკემბერს მომხდარ დაპირისპირებაში უშუალოდ მონაწილეობდა, გარკვეული საგანი ეჭირა, რომელსაც დავით სარალიძეს ურტყამდა. ამ ვერსიის გასამყარებლად, დღევანდელ სხდომაზე ევროპული საქართველოს წევრებმა, ვიდეო-მასალაც წარმოადგინეს. გაიზიარებს თუ არა გამოძიება კომისიის არგუმენტებს, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ მმართველი გუნდის წევრები. ტექნიკურ საკითხებთან ერთად, მათ კრიტიკული შენიშვნები დოკუმენტის სამუშაო ვარიანტის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებითაც აქვთ.