საბოლოო დასკვნაზე აგრძელებს მუშაობას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას სწავლობს. მორიგი სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, დღევანდელ შეხვედრას, პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ ესწრებიან. უთანხმოების მიზეზი სამუშაო დოკუმენტი გახდა. დეპუტატები ქართული ოცნებიდან, ტექნიკური საკითხების გარდა, უკმაყოფილებას პროექტის შინაარსთან დაკავშირებითაც გამოთქვამენ.
რაც შეეხება საბოლოო დასკვნას, პროექტზე მუშაობა რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს. უკვე ხუთ სექტემბერს, დოკუმენტს პლენარულ სესიაზე განიხილავენ. რა წერია პირველად ვერსიაში, რა ახალ გარემოებებზე საუბრობენ კომისიის უმრავლესობის წევრები?