საგამოძიებო კომისია მოწმეების გამოკითხვას ასრულებს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეების გამოკითხვას ასრულებს. გუშინ გვიანობამდე მიმდინარეობდა კომისიის მიერ ამ საქმეზე კიდევ ორი არასრულწლოვანის გამოკითხვა.

კონკრეტულად რა შემხებლობა აქვთ ამ პირებს გასული წლის პირველ დეკემბერს მომხდარ დაპირისპირებასთან და ასევე, რომელი სკოლის მოსწავლეები არიან ისინი, კომისიის წევრებს ამის შესახებ არ უსაუბრიათ.

დასკვნა სექტემბერში გამოქვეყნდება. ამ დროისთვის კომისიას უკვე 80-მდე მოწმე ყავს გამოკითხული.

მოამბე