ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია შსს-ს წარმომადგენლისა და პროკურორის მოსმენას დღესაც გააგრძელებს. კახა სირაძესთან და ზვიად ფხაკაძესთან შეხვედრა დაახლოებით 9 საათი გაგრძელდა, თუმცა დეპუტატებს მათთან შეკითხვები კიდევ დარჩათ. კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ორ საკითხს დააყენებს და მოითხოვს რეკომენდაციის სახით საგამოძიებო უწყებებს წარედგინოს. კერძოდ, კაპანაძეს მიაჩნია, რომ საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ერთ-ერთი მოზარდის, მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობის თაობაზე.
ასევე, ერთ-ერთი მოზარდის გ.მ.-ს დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, საქმის ცალკე წარმოებაში გამოყოფა მოხდეს. სხდომა დღეს 15:00 საათზე განახლდება.