საგამოძიებო კომისია

თბილისში მომხდარი გახმაურებული დანაშაულის დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს პარლამენტიც.

დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩის საქმის მასალებს დღის ბოლომდე ელოდება, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოში კონკრეტული პირების დაბარება იგეგმება.

დეპუტატების პირველმა შეკრებამ კი ხმაურის ფონზე ჩაიარა. ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ 17-კაციანი საგამოძიებო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

საპარლამენტო კომისიის შემადგენლობასთან სათანამშრომლოდ და საკუთარი პრეტენზიების გასაცნობად მზადაა მოკლული დავით სარალიძის მამა, რომელმაც დღეს 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მიმართა.

პარლამენტში კომისიის შექმნას უპრეცედენტოს უწოდებს პრემიერი, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეს სერიოზულ გამოწვევად აფასებს.

თამუნა წიკლაური მუშაობდა თემაზე.