სავაჭრო ცენტრებში დაწესებული რეგულაციები ძირითად შემთხვევებში დაცულია, სერიოზული დარღვევა არ ყოფილა და შესაბამისად ჯარიმებიც არ დაწერილა. ამის შესახებ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 26 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში გამკაცრებული ძირითადი შეზღუდვები 16 იანვრამდეა ძალაში. ბექა ფერაძის თქმით, შეზღუდვების მოხსნაზე საკოორდინაციო საბჭო 16 იანვრის შემდეგ იმსჯელებს.