რა საფრთხეს უქმნის ჰონგ-კონგის პოლიტიკურ თავისუფლებას სადავო კანონპროექტი, მორიგი ჩინური თავსატეხი და ვაშინგტონის გაფრთხილება პეკინს
მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩინეთიდან გავრცელებული კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ოფიციალური პეკინი იმ თემას ააქტიურებს, რომელსაც თავის დროზე ჰონგ-კონგში მასშტაბური გამოსვლები და ვნებათაღელვა მოჰყვა.
ჩინეთის ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების შესახებ სადავო კანონ-პროექტის დამტკიცებას ცდილობს. საუბარია რეზონანსულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც კრიტიკოსების აზრით, ქალაქ-სახელმწიფოს პოლიტიკურ თავისუფლებასა და სამოქალაქო უფლებებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. ჰონგ-კონგში ჩამცხრალი საპროტესტო ტალღა ხელახლა აგორდა. მწვავეა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაც.