საფრანგეთის სენატმა „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონპროექტი მიიღო. ტექსტი, რომელიც 22 მაისს განიხილეს, მოიცავს რეესტრის შექმნას, სადაც უცხოური ინტერესების წარმომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, სადაზვერვო სამსახურს შეუძლია იმოქმედოს უცხოური გავლენების აღმოსაჩენად. ამ საკითხმა დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია მემარცხენეების მხრიდან. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უცხოური ინტერესების წარმომადგენლად უნდა დარეგისტრირდეს უცხოეთიდან დაფინანსებული ყველა პირი, გარდა ევროკავშირის მოქალაქეებისა. დეკლარაციის შევსება ეხება იურისტებსაც და ჟურნალისტებსაც. როგორც სენატორმა ანიეს კანაიემ განაცხადა, დაზვერვის სამსახურთან საუბრისას აღმოაჩინეს, რომ უცხოეთიდან ჩარევა ხდებოდა ჟურნალისტების ან იურისტების დახმარებითაც.