საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება

ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ-სა და ევროპას შორის ტარიფების ომები გარდაუვალია.

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი კი შიშობს, რომ ტრამპი ევროკავშირს ჩინეთსა და აშშ-ს შორის არჩევანის გაკეთებას მოსთხოვს. მარიო დრაგი და ემანუელ მაკრონი აფრთხილებენ ევროპას, სწრაფად მოემზადოს დონალდ ტრამპთან სავაჭრო ომის მეორე რაუნდისთვის.„კოლეჟ-დე ფრანსში“ გამართული ერთსაათიანი საუბრისას ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა მოუწოდეს ევროკავშირს, გააძლიეროს პოზიციები, რათა აშშ-სა და ჩინეთს შორის მოსალოდნელ სავაჭრო ომში მსხვერპლად არ იქცეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრამპი, შეიძლება, შეეცადოს „ევროპელების იძულებას ჩინეთთან სწრაფად დასაშორებლად“, რასაც ის ევროპისთვის ტარიფების დაწესების მუქარით გააკეთებს, თუ ევროპა პეკინთან ვაჭრობას გააგრძელებს.