„ევროპამ საბოლოოდ უნდა შექმნას საკუთარი კოლექტიური უსაფრთხოების ჩარჩო კონტინენტზე, რასაც სტრატეგიული გადაიარაღება სჭირდება“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაკრონის თქმით, ახალი ჩარჩოს საფუძველი უნდა იყოს, რუსეთთან 30 წლის წინ შეთანხმებული პრინციპები, მათ შორის, ძალის და იძულების გამოყენებაზე უარის თქმა, ქვეყნებისთვის არჩევანის მიცემა, შეუერთდნენ მათთვის სასურველ ალიანსებს და უარი გავლენის სფეროებზე. ემანუელ მაკრონის განცხადებით, კონტინენტზე დესტაბილიზაციური ძალების ჩარევისა და მანიპულირების ფონზე, რუსეთთან გულწრფელი და მომთხოვნი დიალოგის წარმოებაა საჭირო.