დღეს ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათია – მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. მოქალაქეები საფლავებზე გადიან და მიცვალებულებს აღდგომის დღესასწაულს ახარებენ. ტრადიციულად დილიდან თბილისის სხვადასხვა სასაფლაოს მიმართულებით მგზავრობა უფასოა. საფლავთა კურთხევის დღეს გაიხსენეს 2008 წლის ომის დროს დაღუპული ჯარისკაცებიც.