თბილისში, თაბორის მთაზე საფეხმავლო ბილიკი მოეწყო.
ბილიკი გრიშაშვილის ქუჩას და თაბორის მთის ფერიცვალების მამათა მონასტერს აკავშირებს. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ლითონის კონსტრუქციის კიბე, მოაჯირები და განათების სისტემა, უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდა კამერები.
პროექტი დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.