ქართველი ქომაგების ის ნაწილი, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე თამაშს ვერ დაესწრო, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირებისთვის დედაქალაქის ცენტრში დიდი ეკრანი დამონტაჟდა. ორგანიზატორები თბილისის მერია და ფეხბურთის ფედერაცია იყვნენ. პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ფეხბურთელებს წარმატება მიულოცა.