რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი, რომლებიც საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დააკავეს, ბრალის წარდგენას ელოდებიან. დაკავებულებს შორის საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“, ლანჩხუთის „გურიისა“ და „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელებიც არიან.
გავრცელდა ფარული ვიდეო-ჩანაწერი, სადაც სავარაუდო ორგანიზატორები, სპორტსმენებთან კონკრეტული თამაშების დეტალებს ათანხმებენ. კადრებში ჩანს თანხის გადაცემაც. დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.