ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულებს ბრალს წარუდგენენ

12:12, 21.05.2019

რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი, რომლებიც საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დააკავეს, ბრალის წარდგენას ელოდებიან. დაკავებულებს შორის საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“, ლანჩხუთის „გურიისა“ და „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელებიც არიან.

გავრცელდა ფარული ვიდეო-ჩანაწერი, სადაც სავარაუდო ორგანიზატორები, სპორტსმენებთან კონკრეტული თამაშების დეტალებს ათანხმებენ. კადრებში ჩანს თანხის გადაცემაც. დანაშაული  4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი