საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით, ე.წ. „ჰანდიკაპით“ ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

დაკავებულ ფეხბურთელებს სუს-ი მატჩების გარიგების სანაცვლოდ 93 500 ლარის მიღებას ედავება.