„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა იწყება იურიდიულ კომიტეტზე.
საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა საკითხზე კვლავ ვერ თანხმდება. ოპოზიცია ითხოვს, კანონპროექტი მეორე მოსმენას დაუბრუნდეს, თუმცა ამის საფუძველს მმართველი ძალა ვერ ხედავს.