ტურიზმის გაუმჯობესებული მონაცემები. წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების რაოდენობა თითქმის პანდემიამდელ პერიოდს აღწევს,
შარშანდელთან შედარებით კი ზრდა 57%-ია.
ტურისტული ნაკადების მკვეთრ მატებას ახალი ავიარეისების დანიშვნას, კოვიდ-პანდემიის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროს ხელშესაწყობად გატარებულ ზომებს და სამიზნე ბაზრებზე ჩატარებულ მარკეტინგულ აქტივობებს უკავშირებენ.
ზაფხულის სეზონზე საერთაშორისო მოგზაურობების მაჩვენებლების კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებენ.