ლეილა მესხის საჩოგბურთო აკადემიაში „თენ პრო გლობალ ჯუნიორ ტურის“ ფარგლებში, საქართველოს თასის გათამაშება ჩატარდა.
ტურნირი 25 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით გრძელდებოდა და მასში მონაწილეობა 20 ქვეყნის 300-მდე ჩოგბურთელმა მიიღო. სპორტსმენებმა ორ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს და თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში ოთხი შეხვედრა ჩაატარეს. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც, სადაც ხუთ ჯგუფში გამარჯვება ქართველებმა მოიპოვეს. ჩემპიონებს და პრიზიორებს მედლები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. ტურნირი თბილისის მერიის, ჩოგბურთის ფედერაციის და ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის მხარდაჭერით გაიმართა. მისი მიზანი ჩოგბურთის განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.