საერთაშორისო სიმპოზიუმი

„მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“ –  ამ სახელწოდებით, საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წლისთავსა და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. სიმპოზიუმის მთავარი მიზანია განათლების, სამართლისა და კულტურის სფეროში დაპირისპირებული პოზიციების დაახლოება. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კონფერენციაზე განხილული საკითხები ხელს შეუწყობს სამოქალაქო მშვიდობის განმტკიცებასა და საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარებას. სიმპოზიუმი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით იმართება და კონფერენციაში ათზე მეტი უცხო ქვეყნის ეკლესიისა და საზოგადოების წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას