საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. მიღწეულია შეთანხმება გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულებაზე. შედეგად, საქართველო დაახლოებით 41 მილიონ დოლარს მიიღებს. თემაზე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ფინანსთა მინისტრთან ერთად ბრიფინგი გამართა.