„მცენარეთა გენეტიკური რესურსები: შესაძლებლობები და გამოწვევები“ – თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მცენარეთა გენეტიკური რესურსების მართვა და გამოყენება მდგრადი სოფლის მეურნეობისთვის, ველური ფლორის გენეტიკური რესურსების კონსერვაცია და სერვისები, კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება. მას მსოფლიოს 14 ქვეყნის 150-მდე მეცნიერი და მკვლევარი ესწრება. საერთაშორისო კონფერენცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.