საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია

როგორ უნდა გაიზარდოს განახლებადი ენერგიისადმი ინვესტორების ინტერესი – ამ თემაზე საქართველო პირველ საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას მასპინძლობს.

30-მდე ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციების მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიების მთავარი თემა განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისება და კონკრეტული ენერგოპროექტების განხილვაა. უკრაინის ომის შემდეგ ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისის ფონზე ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირება და განახლებადი ენერგიის წყაროები კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს.